ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პირდაპირი ჩართვა აქვს “პოლიტიკურ ბარში” და პასუხობს ახალგაზრდების კითხვებს.
მიხეილ სააკაშვილს კითხვა დაუსვეს აქციების დარბევაზეც:
„ზედმეტი ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი, 2007 წლის ნომბერში, როცა პოლიციამ აქცია დაშალა, მე გადავდექი.
დაიღუპა პოლიციელი, რაციაში თქვეს რომ პოლიციელი მოკლეს, ჩვენიანი მოკლეს და უკვე პოლიციაზე კონტროლი აღარ იყო.
მაცურაშვილი, მისი დედა ცოცხალია. ვიდეოა გადაღებული, როგორ გადაუარა მანქანამ. არც ჩემი ნათესავი იყო, არც ახლობელი, იყო ქართველი პოლიციელი.
მირეკავს თემურ ჯანაშია, მეუბნება რომ პოლიციას ვერ ვაკონტროლებ და ყველა გასასვლელი ჩაკეტილიაო და ვუთხარი რომ დაუყოვნებლივ გაეხსნა გასასვლელი და ვისი გაყვანაც შევძელით გავიყვანეთ.
პოლიცია უნდა იყოს ბევრად უფრო ფრთხილი, სახელმწიფო უნდა იყოს ბევრად უფრო მშვიდი. დღეს არ არსებობს ერთი სიმართლე – თქვენი სიმართლე თქვენი სიმართლეა და ჩვენი სიმართლეცაა, რომ ქვეყანას ექმნებოდა საფრთხე და პუტინის დავალებით სერდათ სახელმწიფოებრივი დღესასწაულის ჩაშლას. თუმცა, ახლა ამ გადასახედიდან იგივეს აღარ გავაკეთებდი.
იყო 7 ნომებრსაც დაშლა და 20 ივნისას, 20 ივნისის მიტინგის დამშლელი გახარია დანიშნეს პრემიერად და მე გადავდექი და საქართველოს მოსახლეობას ვკითხე, რა მექნა”
კომენტარები