პოსტ ფაქტუმში“ უკრაინელმა ექსპერტმა, ოლგა კარმუშინამ სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილი 48 საათის მანძილზე ცოცხალი იყო და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი 48 საათზე ნაკლები დროის გარდაცვლილია, რადგან წარმოუდგენელია გვამური გაშეშებები ცხედარს 84 საათი შეუნარჩუნდეს. 18-დან 19 ივნისს, ღამით ბიჭის კვალი ქრება და 22-ში მას პოულობენ. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმში ცალსახადაა დაწერილი, რომ ცხედარს გვამური გაშეშება აღენიშნება . ასევე სხეულზე გვამური ლაქები ორივე მხარეს არათანაბრადაა გამოხატული, რაც ნიშნავს, რომ მასზე მოხდა მანიპულაცია და ის რამდენჯერმე გადაბრუნებულია. გარდაცვლილს უცვლიდნენ პოზიციას.“
კომენტარები