ექიმის ლოგიკაა, რომ მე არასდროს საქართველოს ბოლო პერიოდის ისტორიაში არ მინახავს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ჯანდაცვის პრიორიტეტი ასეთ სიმაღლეზე ასწია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ განუცხადა.
სერგეენკოს განცხადებით, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად წარმატებული მინისტრი იყო იგი. „მაშინ ძალიან სერიოზულად დავინტერესდი და საერთაშორისო ჯანდაცვის მინისტრების პროფესიული სიცოცხლის ხანგრძივობა 3-4 წელიწადია. სულ ორი გამონაკლისი იყო. მე კი 7 წელი გამომივიდა, რაც საკმარისზე მეტია. ახალი ენერგია იყო საჭირო მინისტრის პოზიციაზე. პარლამენტარის პოზიცია, რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლოა, თუმცა აქ სპეციფიკაა სხვაგვარი“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
კითხვაზე, რატომ პარლამენტი, სერგეენკომ განმარტა: „მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში პოლიტიკური პარტიები გუნდურობის პრინციპითაა წარმოდგენილი, მე ჩემი კონკრეტული ამოცანა მაქვს. აქ ექიმის ლოგიკაა, რომ მე არასდროს საქართველოს ბოლო პერიოდის ისტორიაში, არ მინახავს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ჯანდაცვის პრიორიტეტი ასეთ სიმაღლეზე ასწია და ამდენი რამის გაკეთება შეძლო. ამიტომ, მე თავს ვალდებულად ვთვლი, ასეთ გუნდს ისევ მხარში ამოვუდგე და ფოკუსირება გავაკეთო სწორედ ამ მიმართულებებზე“.
„იმედინიუსი“
კომენტარები