ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირებული ყველა ახალი პაციენტის წყარო ცნობილია. მისი თქმით, 11 ახალი ინფიცირებულიდან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 7 კი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია.
“ამ მონაცემების შეჯერებით, კოვიდცენტრებში დღევანდელი მონაცემებით, 162 პაციენტი მკურნალობს. ეს 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 4 გახლავთ შემოტანილი შემთხვევა და ესენი არიან სატვირთო ავტომანქანების მძღოლები, ხოლო დანარჩენი 7 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია. უმეტესობა მათგანი არის საკარანტინე სივრციდან, ნაწილი კიდევ დადასტურებული არის ადგილზე, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით”, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.
მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში, 5 ახალი ინფიცირებული გადაიყვანეს რომელთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
“ჩვენთან გამოჯანმრთელდა ერთი, შემოყვანილია 5 დადასტურებული შემთხვევა და გვყავს 23 დადასტურებული შემთხვევა. ამ 5 დადასტურებული შემთხვევიდან 1 გახლავთ შემოტანილი, ეს არის საკარანტინე სივრციდან რუსეთიდან მოქალაქე, რომელსაც კარანტინში დაუდასტურდა დიაგნოზი და გადმოიყვანეს ჩვენთან. დანარჩენი 4 შემთხვევა გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები. 1 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების საშუალო და მსუბუქი”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კომენტარები