თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მესამე დღეა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ეძებენ. დედის ინფორმაციით ქალი საკუთარი მანქანით, ნაცრისფერი „ჰიუნდაი აქცენტით“ გავიდა სახლიდან და გაუჩინარდა. ასევე დედის ინფორმაციით შაბათს შუადღის 14:20 საათიდან თამარს გამორთული აქვს მობილური ტელეფონი.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც. ბაჩალიაშვილის მანქანა კამერებმა ბოლოს სოფელ შიხაისთან დააფიქსირა.
„რეზონანსი“
კომენტარები