ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ მისდევს გადატენილი იარაღით „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი მოქალაქეს. მკოიანი გადატენილ იარაღს მოქალაქეს უმიზნებს.
კადრში ჩანს პოლიცია რომელიც საკმაოდ “მეგობრულად” ცდილობს, მკოიანი და თანხმლები პირები შეაჩეროს.
დეპუტატი პოლიციასაც ფიზიკურად ეხება. საბოლოოდ პოლიციელი მას იარაღს არ ართმევს და გვერდით იწევა. ჩანაწერის წარწერის მიხედვით, ეს კადრები 2020 წლის 26 მარტს არის გადაღებული, როცა მკოიანის სახლთან სროლა იყო. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე არა ენზელ მკოიანი, არამედ პატრიოტთა ალიანსის წევრი, სამველ პეტროსიანი და მკოიანის ძმისშვილი დააპატიმრეს.
კადრები ახალციხე ნიუსმა გაავრცელა და დაწერა:
“ექსკლიუზური კადრები: ჰენზელ მკოიანს ხელში უკავია იარაღი პისტოლეტი და მიზანმიმართულად მირბის სამველ პეტროსიანისკენ და პირდაპირ ესვრის მას.თავდამსხმელი დეპუტატი, ამ დრომდე თავისუფალია.”
კომენტარები