ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია – დაპირებული იყო, რომ მმართველი პოლიტიკური პარტიის სიაში ახალ სახეებს ვიხილავდით თუმცა სურათი სხვანაირია.
მაგალითად, ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ქართული ოცნების წარმომადგენელი იქნება ანზორ ბოლქვაძე.
2008 – 2012 წლებში ის იყო საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.
2012-2016 წელს ანზორ ბოლქვაძე ნაციონალური მოძრაობიდან გადაპორტირდა ქართულ ოცნებაში და გახდა საქართველოს მერვე მოწვევის პარლმენტის წევრი .
ამის შემდეგ მისი სახელი უკავშირდება პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ პარტიას სახელმწიფო ხალხისთვის .
მისი ბოლო გაჩერება ისევ ქართული ოცნებაა და ზუსტად ამ პარტიის სახელით ის კენჭს იყრის 2020 წლის არჩევნებში.
ნიუპოსტი
კომენტარები