პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში სოციალური ღონისძიებების (მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, რიტუალური ღონისძიებები და ა.შ.) ჩატარება, რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
საბჭომ გასულ კვირას უკვე დაუშვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ღია სივრცეში, ასევე ნებადართული გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.
მოკლედ, ახლობელმა თუ ქორწილში არ დაგპატიჟათ, გეცოდინებათ, რომ სიაში 101-ე იყავით…
ბოროტი ენები ამბობენ, “ოცნების” ერთი წევრის ქორწილია მალე დაგეგმილი და რეგულაციაც ამიტომ შეიცვალაო, თორემ, გამყრელიძე ცოტა ხნის წინ ამბობდა, წლის ბოლომდე აკრძალული იქნება 10 ადამიანზე მეტი ქორწილშია – ვნახოთ, “ოცნების” რომელი წევრი იქორწინებს უახლოეს მომავლში.
კომენტარები