ჩვენ დავასახელეთ მაჟორიტარი კანდიდატები, რომლებიც შერჩეული არიან პროფესიონალური ნიშნით. მათ კარგად აქვთ გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე ეკისრებათ, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, კოჯორში მაჟორიტარი კანდიდატების დასახელების შემდგომ განაცხადა.
„მჯერა, რომ ჩვენი ხალხი კიდევ ერთხელ ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს და არჩევანს გააკეთებს, მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებასა და იმ ბნელ წარსულს შორის, რომელიც 2012 წლამდე იყო საქართველოში“
რა რთულია, არჩევანის გაკეთება ისე, რომ ეს 8 წელი ვითომ არ ყოფილა, მინისტრო.
არჩევანი რომ გავაკეთოთ 2016 წელსა და 2020 წელს შორის?
არჩევანი რომ გავაკეთოთ 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებსა და 2020 წელს შორის?
არჩევანი რომ გავაკეთოთ, იმ დაპირებებიდან გამომდინარე, რომელიც 2012 წელს, 2016 წელს, 2018 წელს გაეცით? არჩევანი იმის მიხედვით რომ გავაკეთოთ, რომელი დაპირება შეასრულეთ და რომელი არა?
2012 წელს მერე ხომ დადგა ნათელი, ხომ გაასამართლეთ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, ხომ ააყვავეთ ქვეყანა, ხომ მოიტანეთ და დადეთ საწვავიდან მოპარული ერთი ლარი, ხომ ააშენეთ ქვეყანა?
როგორი საწყენია, 8 წლის მერეც კი, შედარებისთვის და ხალხის მოტივაციისთვის 2012 წლის გარდა რომ არაფერი გაქვთ, საერთოდ არაფერი!
კომენტარები