2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს 30 ბიძინა ივანიშვილი იყრის.
ამის შესახებ “2020NEWS”-ს პოლიტიკის საკითხებში ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, “ოცნების” მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატების პოლიტიკურ წონაზე საუბარი არასერიოზულია და ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის ხელში არსებული რესურსი გადაწყვეტს.
“ქართული ოცნება” იმ ტიპის ორგანიზაციაა, რომ მას პოლიტიკურიც არ ჰქვია. აქ ყველაფერს წყვეტს რესურსი და არა – კონკრეტული კანდიდატი.
ვინმეს რაიმე პოლიტიკურ წონაზე “ქართულ ოცნებაში” ლაპარაკი, უბრალოდ, ზედმეტია იმიტომ, რომ ამ ორგანიზაციის აქციების 100%-ის მფლობელი არის ერთი ადამიანი. შესაბამისად, კენჭს იყრის 30 ბიძინა ივანიშვილი – თავისი რესურსებით.
არჩევნებში მონაწილეობს ბიძინას ხელში არსებული სისტემური რესურსი, მეტი არაფერი. რომელიმე კანდიდატის პირად პოლიტიკურ კაპიტალზე საუბარი, უბრალოდ, არასერიოზულია”
2020ნიუსი
კომენტარები