გივი სიხარულიძე ბავშვობის მძიმე პერიოდს იხსენებს და ია ფარულავას გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ამის შესახებ ჰყვება.
მამა რომ გადაასახლეს, დედა პედაგოგობით ვერ გვარჩენდა. ქალთა კოლონიაში ბავშვებს აჩენდნენ, ის ბავშვები შემდეგ იქ სწავლობდნენ და იქ პედაგოგ-აღმზრდელად დაიწყო მუშაობა. იქ მუშაობა იმიტომ დაიწყო, რომ პედაგოგებს ორ „ბუხანკა“ შავ პურს ურიგებდნენ. მაშინ ხალხი სულ სხვანაირი იყო, ვისაც ქმრები ადგა თავზე, თავიანთ წილ „ბუხანკებს“ დედაჩემს ჩუქნიდნენ. როცა უბანში ყვიროდნენ და კვერცხს და მაწონს ჰყიდდნენ, დედაჩემი პურს ამაში ცვლიდა.
8 წლიდან ქუჩაში ვიზრდებოდი. თავი რომ დავიმკვიდრე, მთელ უბანს ჩემი ეშინოდა.
უბანში დიდი ბიჭები იყვნენ და მე მეწყვილედ რუსის ბიჭი მყავდა. ღამით სახლიდან ვიპარებოდით. არსენალზე მატარებელი ნელი სვლით მოდიოდა. მაშინ ომის შემდგომი პერიოდი იყო და ამერიკიდან საბჭოთა კავშირი მარაგდებოდა. ყველა ვაგონს მცველი ჰყავდა, ავხტებოდით და 36-ლიტრიან ზეთის კასრებს ორნი ვერეოდით და ვაგორებდით ხევში. ერთხელაც გადავაგორეთ, ჩამოვხტით და არსენალზე პატარა ბუჩქებში შევძვერით. სირენა ჩართული იყო, მატარებელი გაჩერდა. ერთი „შტიკიანი“ კაცი მეორეს ეუბნება: ბიჭო, რა ვქნა, ვხედავ ბავშვები არიან და ხომ არ ვესვრიო. მეორემ უთხრა, ხო არ გაგიჟდიო, აქტი შეადგინე და ხელს მოგიწერ, რომ გაგძარცვესო“, – იხსენებს მსახიობი.
„პრაიმტაიმი“
კომენტარები