ტყიბულის შახტის 65 წლის თანამშრომელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა. ტყიბულელმა მეშახტემ პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ადმინისტრაციამ მას ინფორმაცია მიაწოდა, რომ 900 ლარიანი ანაზღაურებიდან 300 ლარიან ხელფასზე ჩამოჰყავდათ. 40 წლის გამოცდილების მქონე თანამშრომელი იძულებული გახდა, ხელმძღვანელისთვის პირადად ეთხოვნა, რომ ოჯახის ერთადერთი მარჩენალი თავადაა და ეს გადაწყვეტილება არ მიეღოთ.
„900 ლარი არ მყოფნიდა და 300 ლარს რანაირად ვიმყოფინებ? მხოლოდ მე ვარჩენ ოჯახს და ამათ ეს არ აინტერესებთ”
მთავარი
კომენტარები