გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიაზე, 37 წლის მამაკაცი სარწყავ არხში დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი არხში საბანაოდ შევიდა და წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
მამაკაცი სოფელ ველისციხის მკვიდრი იყო, მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, მეუღლე კი 2 წლის წინ სიმსივნით გარდაეცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები