საქართველოს პირველი პრეზიდენტის ქვრივმა მანანა არჩვაძემ ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პირველად ისაუბრა “PK TV”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში:
“ნოემბრის თვეში მოსკოვიდან ჩამოდის ვინმე ქურდული და კრიმინალური მენტალიტეტის წარმომადგენელი, რომელმაც ცოტნეს უთხრა, ვარ ეს და ეს, მინდა შენთან შეხვედრაო. ცოტნე მას შეხვდა და უთხრა თუ არ დაანებებ თავს მამაშენის საქმის გამოძიების საკითხს, მაშინ იცოდე, რომ სიკვდილით დაისჯები. ერთხელ კი არა, რამდენჯერმე უთხრა და ამის მოწმე გახლავთ ქალბატონი ქეთევან ენუქიძე, რომელმაც ტელევიზიით პირდაპირ განაცხადა – ცოტნემ მე მითხრა, მოკვლით მემუქრებიანო”
მანანა არჩვაძე ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ცოტნე გამსახურდიას დაკავებას გეგმავდა, რის მიზეზიც ის კრიტიკული განცხადებები იყო, რომელსაც ის ხელისუფლების მისამართით აკეთებდა.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია თბილისში, გალის ქუჩაზე 19 დეკემბერს დაჭრეს.
კომენტარები