დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე “მთავართან” აცხადებს, რომ ის არ არის პასუხისმგებელი სამხარაულის დაკვნაზე და რომ ამ დასკვნაზე არ არის მისი ხელმოწერა!
თუ ვერ იღებს პასუხისმგებლობას დასკვნაზე – რატომ საუბრობს ამდენი ხანი ამ დასკვნაზე მტკიცებით ფორმაში – მას არ უთქვამს.
რატომ დაგვპირდა მტკიცებით ფორმაში ტვ პირველის ეთერიდან, რომ ეს დასკვნა კითხვებს არ დატოვებდა, არც ეს უთქვამს, ამჯერად. ეს მხოლოდ ჩვენ გვაქვს კარგი მეხსიერება.
“მე არ მითქვია გაეპარათ, გამოეპარათ, მე გეუბნებით, რომ შეუსაბამობაა ექსპერტიზაში, მაგრამ ეს კი არაა მთავარი, რომ შეუსაბამობაა, მე ის მაინტერესებს რატომ აარიდა უკრაინელმა ექსპერტმა თავი სხვა ფრაზებს…”
დამოუკიდებელ ექსპერტს უნდა ესმოდეს, რომ მთავარი ზუსტად ის შეუსაბამობაა, რომელიც სახელმწიფო დოკუმენტებში აღმოჩნდა, იმ საქმეში, რომელ საქმშიც ექსპერტი იყო ჩართული და არა ის, რა თქვა უკრაინელმა ექსპერტმა, რომლის შემდეგაც აღმოაჩინეს ზუსტად ის “შეუსაბამობა” და “მექანიკური შეცდომა”
კომენტარები