მოსამართლეებმა კიდევ ერთხელ შეასრულეს პოლიტიკური დაკვეთა, რადგან არსებული განაჩენით გარანტირებული აქვს ხელისუფლებას სიმშვიდე”,- ამის შესახებ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ისაუბრა.
როგორც ის ამბობს, მოსამართლეებმა ეს გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ მიიღეს.„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, წუხელ გვიან ღამემდე ამ შენობაში იმყოფებოდნენ გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსნები, რომლებმაც განახორციელეს ზეწოლა ამ სამ მოსამართლეზე. ახლაც სუს-ის სამი თანამშრომელი იმყოფებოდა შენობაში.
მოსამართლეებმა კიდევ ერთხელ შეასრულეს პოლიტიკური დაკვეთა, რადგან არსებული განაჩენით გარანტირებული აქვს ხელისუფლებას სიმშვიდე. მოსამართლე მარსაგიშვილი 8 საათის განმავლობაში არ იმყოფებოდა დარბაზში, არ უსმენდა მოწმეებს და სხვაგან დაწერილ განაჩენს მოაწერა ხელი”
მისივე თქმით, ის ამ გადაწყვეტილებას როგორც საქართველოში, ასევე შემდეგომ ადმიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს.
კომენტარები