აზერბაიჯანული სამთავრობო საიტი haqqin.az რომელმაც სერბეთიდან და რუსეთიდან საქათველოს გავლით მძიმე შეიარაღების სომხეთში ჩატანის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, საქათველოს საგარეო საქმეთა სამინისტოს განცხადებას უპასუხა და ბრალდებების მტკიცებულებებიც წარადგინა.
„სამწუხაროდ, ოფიციალური თბილისის განცხადებაში ჩვენი გამოცემის სერიოზულობა და კომპეტენტურობა ეჭვქვეშაა დაყენებული. მეტიც haqqin.az დეზინფორმაციის შეგნებულ ტირაჟირებაშია დადანაშაულებული.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხმაურიანი განცხადების შემდეგ, ჩვენ იძულებულები ვართ ქართულ და აზერბაიჯანულ საზოგადოებას გარკვეული ფაქტები წარუდგინოთ.
ამ სურათებზე ჩვენ „გრადის“ ტიპის რეაქტიული სარაკეტო დანადგარის ელემენტებით დატვირთულ ავტოტრანსპორტს ვხედავთ, რომელიც რამდენიმე საათში სომხეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და შემდგომ აზერბაიჯანის ტერიტორიის დამომბვაში იღებს მონაწილეობას.
ჩვენ ველოდებით აზერბაიჯანის საგარეო უწყების კომენტარს ამასთან დაკავშირებით.
სურათები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ ეჭვებს არ ტოვებს ამ ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ.
რაც შეეხება ნაღმტყორცნების საკითხს. ვაცნობებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ეს შეიარაღება აშშ-ს და ნატო-ს მეგობარ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცნობილმა კრიმინალმა და იარაღით მოვაჭრე სლობოდან ტესიჩმა ჩაიტანა, რომელიც იმყოფება აშშ-ს სანქციების ქვეშ საყოველთაოდ ცნობილი „მაგნიცკის აქტის“ ფარგლებში.
ტვირთის გამგზავნია სერბული კომპანია Vectura Trans D.O.O, რომელიც ასევე ამერიკული სანქციების ქვეშაა. ჭურვების მიმღებია სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.
ტვირთი ქალაქ ნიშიდანაა წამოსული, დსთ-ეს ერთ-ერთი ქვეყნის კუთვნილი ავიაკომპანიის თვითმფრინავით.
ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ საქართველოს მთავრობამ დაუშვა თავის ტერიტორიაზე იარაღი, რომელიც აშშ-ს კონგრესის სანქციების ქვეშ მყოფმა პირებმა შემოიტანეს.
haqqin.az იმედოვნებს, რომ საქართველოს საგარეო უწყება ნათელს მოფენს ამ სიტუაციას, და წარდგენილ ფაქტებს გამოეხმაურება“
კომერსანტი
კომენტარები