უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი, სოციალურ ქსელში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ მასალას ეხმაურება და მას დეზინფორმაციას უწოდებს:
“ჩემო მეგობრებო მინდა ამ ამბავს შევეხო და მარტივად ავხსნა თუ რაშია საქმე და რა მანიპულაციებს აქვს ადგილი!
აქვეყნებენ სტატიებს თითქოს საქართველოს გავლით რუსეთმა სომხეთს შეიარაღებას აწვდის და აქვე სურათებია მოცემული.
აღნიშნულ სურათებში ნაჩვენებია რუსული კამაზის ტიპის ავტომობილები რომლებიც შეიარაღების გარეშე არიან და სურათები გადაღებულია რუსთავის მომსახურების სააგენტოში
ანუ რა გამოდის მაგათი ლოგიკით რომ შეიარაღება შემოვიდა რეექსპორტი გაუკეთდა და მომსახურების სააგენტოში დათვალიერება გაიარა??
საქართველოში მუდმივად შემოდის რუსული წარმოების მაღალგანმავლობის მქონე ავტომობილები რომლებსაც ყიდულობენ და ჩამოყავთ რათა რთული რელიეფის მქონე ქვეყანაში საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს რუსული ტექნიკა.
მაგალითად წინა წელს რამოდენიმე ურალის და კამაზის ტიპის ავტომობილები შეიძინა ჩემმა მეგობარმა სადაც დაამონტაჟა მარილსაყრელი და საგზაო უსაფრთხოების ფარგლებში წალკის გზაზე აყრის მარილს.
აღნიშნული ტიპის ავტომობილები იყიდება როგორც კახეთის გზატკეცილზე ასევე დიღომშიც და თუ გახვალთ და დაათვალიერებთ სურათებში მოცემული მანქანების იდენტურია და ჩემს დაწერილსაც მოგიყვებიან ერთი ერთში
ჩემთვის გაუგონარი ფაქტია ის რომ ჟურნალისტი რომელიც სკანდალზე მუშაობს მსგავს დეზინფორმაციას გადაუმოწმებლად დაწერს !
დ ი დ ი ს ი ს უ ლ ე ლ ე რომელსაც აქტიურად აშუქებენ ქართული მედია სააგენტოები”
კომენტარები