აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კმაყოფილია იმით, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა პირბადე გაიკეთა.
„კმაყოფილი ვარ იმით, რომ პრეზიდენტი პირბადით ვიხილე, რომ ის პირბადის ტარებაზე წერდა. ვიცე-პრეზიდენტი ამას თანმიმდევრულად აკეთებს. ვფიქრობ, ახლა საზოგადოებისთბვის თანმიმდევრული მესიჯების მიწოდების გზაზე ვართ“, – განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა.
12 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საჯაროდ ნიღბის ტარებას თავს არიდებდა, „ტრადიცია“ სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში დაჭრილი ჯარისკაცების მონახულებისა და პირველადი ჯანდაცვის მუშაკებთან შეხვედრაზე დაარღვია.
დონალდ ტრამპი მანამდე უარს ამბობდა საჯაროდ ნიღბის ტარებაზე და აღნიშნავდა, რომ ეს პირადი არჩევანი იყო. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი ასევე აცხადებდა, რომ გადაწყვეტილებას შეცვლიდა, თუ ხალხით სავსე ადგილას მოხვდებოდა და დისტანციის დაცვას ვეღარ შეძლებდა.
კომენტარები