ჟურნალისტი, გიორგი ჩომახაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“დაიწყება ხმაური ….. ისევ შეუყვარდება ყველას ჩვენი ქალაქი, დაიწყებენ ხალხთან საუბარს, შეხვედრებს. ახლა აღმოაჩენენ რომ თურმე რამდენი პრობლემა ყოფილა ამ პატარა ქალაქში. გაოცდებიან, აღელდებიან, გაბრაზდებიან, როგორო, ასეთ პატარა ქალაქში ამდენი პრობლემაო?
არა და რა უნდა ამ პრობლემების მოგვარებასო. შემოგვთავაზებენ პროგრამას, დაგვპირდებიან მოგვარებას, გალანძღავენ ოპონენტებს, ფოტოებს გადაიღებენ გაუბედურებულ ხალხთან, ჩაეხუტებიან, შესაძლოა ცრემლიც კი გადმოაგდონ. ეს როგორ ხდებაო, ოღონდ თქვენ ხმა მომეცით და ამას მალე მოვაგვარებო ….
მოივლიან საწარმოებს, სხვადასხვა დაწესებულებებს, დახარჯავენ ფულს და სხვადასხვა რესურს (მათ შორის ადმინისტრაციულს). ისევ ეცდებიან დაგვარწმუნონ რომ რუსთავი, პატარა ლამაზი ქალაქია და აქ ყველა ბედნიერი უნდა ცხოვრობდეს. ტურიზმი, თავისუფალი ეკომოკური ზონა, ახალი საწარმოები, დახმარებების გაზრდა, ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა …… რავი, მთავარია ვინ როგორ დაალაგებს სასაუბრო ლექსიკას ……..
წავლენ, გააკეთებენ ახალ ფეისბუქ გვერდებს, დადებენ ფოტოებს პიჯაკით, ხალხზე მზრუნველს, აღშფოთების და ამავდროულად ჭკუის დამრიგებლისაც
…….p.s. ხო და ჩემო რუსთაველებო, მარტივად რომ გითხრათ, არ მოიხიბლთ ზედმეტი დაპირებებით. ეს არის საპარლამენტო არჩევნები (სავარაუდოდ მაჟორიტარული წესით ამ წელს ბოლო იქნება), ხო და ჩვენ ვირჩევთ ადამიანს რომელიც იქნება ჩვენი ხმა პარლამენტში, დეპუტატს ქალაქის მენეჯმენტში ჩარევის უფლება არ აქვს ….. დავფიქრდეთ, დავაკვირდეთ თითოეულ კანდიდატს და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება …….”
კომენტარები