თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის მინისტრის, ფარჰეთინ კოჩასგანცხადებით, სტიქიის შედეგად 1 607 ადამიანი დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრამ 76 შენობა სრულად გაანადგურა. 42 სახლი სერიოზულად დაზიანდა, 425-ს კი მცირე ზიანი მიაყენა.
შეგახსენებთ, თურქეთის ელაზიღის პროვინციაში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 24 იანვარს მოხდა. ტიქიის ზონაში თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახურმა 3 800-ზე მეტი თანამშრომელი გაგზავნა.
კომენტარები