გაუპატიურებაში ბრალდებული პოლიციელი ზურაბ ალავერდაშვილი “ქართულმა ოცნებამ” 2013 წელს შეიწყალა – ამის შესახებ ინფორმაციას გორის საკრებულოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ვასილისა ჯაბახიძე ავრცელებს.
„აღნიშნული პიროვნება წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა საპატრულო პოლიციაში 2010-2011 წლებში, მაგრამ დაკავებული იქნა ზუსტად სამსახურეობრივი მოვალეობის უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. უკვე 2013 წელს შეწყალებით გამოუშვა აღნიშნული პიროვნება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ადამიანი, რომელიც უნდა იცავდეს თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას და მათ უფლებებს, აღმოჩნდა, რომ პირველი მოძალადეა და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ქალაქში აღარ არიან მოქალაქეები დაცულები იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას საპატრულო პოლიციაში და საჯარო სამსახურებში მოძალადეები ჰყავს დასაქმებული“
გორში, 35 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მოქმედი პოლიციელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
კომენტარები