სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მთავარი ფიგურანტების ის გზავნილები აღადგინა, რომელიც ტრაგედიის ღამით თარიღდება და მოგვიანებით, ახალგაზრდებმა ინსტაგრამიდან წაშალეს. ამ მიმოწერაში აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე არასრულწლოვანი ფიგურირებს. ახალი მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ არასრულწლოვანი მეგობარს შურისძიებაზე ესაუბრება და მკვლელობით ემუქრება ახალგაზრდებს, ვინც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სწორედ ამ მიმოწერის გამო გამოკითხეს 21 ივლისს არასრულწლოვანი საგამოძიებო უწყებაში, თუმცა გზავნილების შინაარსი გამქრალია არა მხოლოდ „ინსტაგრამიდან“, არამედ საქმის მთავარ ფიგურანტს ის აღარც ახსოვს.
ამ მიმოწერაში არასრულწლოვანი ნ.ხ. ესაუბრება ნიკა ნათენაძეს და მიუთითებს პირებზე, რომლებმაც ის სცემეს, „მე ამათმა გამდოლეს“, ამბობს ის. არასრულწლოვნის თქმით, მას თავი ჰქონდა გატეხილი და 4 კოპი ეჯდა. ის ამბობს, რომ რაგბისტი ადგილზე არავინ უნახავს. არასრუწლოვნის თქმით, ის გაბოროტებულია და არავის შეარჩენს ამ დაზიანებებს.
სავარაუდოდ, სწორედ ამ შინაარსის გამო გადაწყვიტა არასრულწლოვანმა მიმოწერის წაშლა. ის საგამოძიებო უწყებაში რამდენჯერმე იყო გამოკითხული, მათ შორის, ამ მიმოწერასთან დაკავშირებითაც, თუმცა არასრულწლოვანი ამბობს, რომ არც მიმოწერის შინაარსი ახსოვს და არც ის, ვის სწერდა. აღნიშნული მიმოწერის არსებობა პოლიციასთან საუბრისას ნ.ხ.-მ სრულად უარყო.
წყარო – მთავარი
კომენტარები