მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციულ სიაში იქნება. ამის შესახებ აბაზოვმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
“ალია” ჯერ კიდევ 19 მაისს ექსკლუზიურად წერდა, რომ “სიაში ჩაჯდომა ერთ ისეთ პიროვნებას სურს, რომელზეც ოცნების ლიდერებიც კი გაოცდნენ. დახურულ შეხვედრებზე ამ სახელმა და გვარმა რამდენჯერმე გაიჟღერა და რომ არა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ზურგი, მას არც განიხილავდნენ.
საუბარი მარნეულის ყოფილ მერზე, თემურ აბაზოვზეა, კაცზე, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, რომელიც დაკავებული გახლდათ, შემდეგ კი გამოუშვეს. ოფიციალურად, აბაზოვის დაზარალებული ამბობს, რომ არაფერი მომხდარა, მაგრამ სახის სავარაუდოდ შარდით დაბანვის კადრები მთელმა საქართველომ ნახა და ახლა აბაზოვის „გაპრავება“ პარტიის თვალში თუ არა, მოსახლეობის თვალში მაინც წარმოუდგენლად ჩანს. როგორც გვეუბნებიან, ყოფილი მერის მეუღლე ივანიშვილის მეუღლესთან მეგობრობს და ბატონი თემურის ბედიც სადაქალოში გადაწყვეტილა”
23 ივლისს თემურ აბაზოვი აცხადებს:
„იყო შემოთავაზება „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან და მიღებულია. დავთანხმდი, საინტერესო სამუშაო იქნება, უარი არ მითქვამს“
მისივე თქმით, თუ რომელ ნომრად იქნება სიაში, ჯერ გადაწყვეტილი არაა.
ალია
კომენტარები