მწერალი, ლუკა ბაქანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“47 სკოლის ეზოში არჩევდნენ საქმეს ბოვშები. ქურდულად. ხუთი-ექვსი წლის თითისტოლა ბალღები ჩემიკაი.
ბავშვური ანკარა და სუფთა ხმებით წარმოთქმულ „ჩემი დედა მოვტ*ან“ და „ვისაც ჩემ კაიბიჭობაში ეჭვი ეპარება“-ზე საშინელი მოსასმენი არაფერია ძმებო…
ცოტახანს ვუსმენდი მხრებჩამოყრილი და დაბეჩავებული, რამეთუ სხვა ყველაფერი თუ ფეხებზე მკიდია, სულ უცხო ბავშვის წინაშეც კი უმძაფრეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ რატომღაც, სულ უცხო ბავშვის ავ ბედზე დანაშაულის შეგრძნება მკლავს და ამ ჩემს შიზოფრენიულ თვისებას ვერაფერი მოვუხერხე წლებია…
შემდეგ დაუშინეს ერთმანეთს წინასწარ მომარაგებული ქვები და გავყარე იქიდან, და მეც კაი ხოშიანად შემიკურთხეს.
ჩემი თავი მახსენდებოდა მერე, იმავე ეზოში, იმავე ასაკში, მე და თენგულა რო ავიპარებოდით ხოლმე ნინოს ეკლესიის სამრეკლოში და ასტრიდ ლინდგრენს ვკითხულობდით დამარცვლით, და გვიყვარდა ყველა და ყოველი გარშემო…
ეჰ, ვითევზაო, დავლიო, წავიდე. თევზს უკეთ ესმის, რო წიგნი სჯობს ქურდულსა.
კომენტარები