ბაჩალიაშვილის საქმე – 16 წლის მწყემსის ორუჯ მუსაევი მამა, ფირბალე მუსაიოვი ტელეეთერიდან პირველად იხსენებს რა ვითარებაში იპოვა მისმა შვილმა 23 წლის გარდაცვლილი გოგონას ავტომობილი.
მამაკაცი არ გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალეიშვილის მანქანა ტყესთან მიიყვანეს.
მისი თქმით, შვილმა მომხდარი მას შეატყობინა, მან კი ნაცნობ პოლიციელთან ჯიმშერ აფციაურთან დარეკა და მომხდარი უამბო.
“შვილმა მითხრა, რომ მანქანა ვიპოვეო. დავურეკე პოლიციელ აფციაურს. გუშინწინ ამ ტერიტორიაზე მანქანა არ დამინახავს, გუშინ ნახა ჩემმა შვილმა. მანქანა ვიცანი, რადგან ტელევიზიით აცხადებდნენ, რომ ეძებდნენ. 50 მეტრის დაშორებით იყო ჩემი შვილი, პოლიციამ მას უთხრა ნომერი ეკარნახა, რომ უკარნახა უთხრეს, ახლოს არ მისულიყო”
თეთრიწყაროს პოლიციის განყოფილებაში ირწმუნებოდნენ, რომ მწყემსმა, რომელმაც ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვა, პირდაპირ 112-ში დარეკა. არასრულწლოვნის მამა კი აღნიშნავს, მან დაურეკა პოლიციელ აფციაურს.
კომენტარები