ექსპერტი გია ხუხაშვილი ბოლო დროს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობას “პრაიმტაიმთან” აფასებს:
„რეზონანსული დანაშაულები, სამწუხაროდ, ძალიან მომრავლდა. გამოძიება პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს, ეს არის პრობლემა. პოლიტიზირება აბსოლუტურად არასწორია.
მიმაჩნია, რომ ორივე მხარე სცოდავს. ადრე თუ მოდაში პოლიტიკური მიზნებით ნარკოტიკების ჩადება იყო, ახლა ერთმანეთისთვის მკვლელობების ჩადება დაიწყეს.
ოცნების მომხრეები ეძებენ, რომ იქ ვინმე „ნაციონალია“ და ეს უკანასკნელი – პირიქით. მათი პროპაგანდა გამოძიების საზიანოდ მუშაობს და ამ ტრაგედიებს კიდევ უფრო დრამატულს ხდის.
სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი, რაც გუშინ შსს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიხატა, ვფიქრობ, რომ ცუდი არ არის. რადგან როგორც ჩანს, სამართალდამცავ სისტემას მათრახი მაინც სჭირდება.
სამოქალაქო აქტივობა მოგვწონს თუ არა, ობიექტურად აუცილებელია. ჩვენი სამართალდამცავი სისტემა მოეშვა, მოდუნდა. ისეთი განცდა იქმნება, რომ ამ სისტემაში გულგრილობის ელემენტები ღრმად შეიჭრა.
შეიძლება სპეკულირება და პოლიტიზირებაც ბევრი იყოს, მაგრამ პარადოქსია, რომ პოლიტიზირების არსებობა სისტემას მოდუნების უფლებას არ მისცემს.
ხელისუფლება მხოლოდ იმაზე კი არაა პასუხისმგებელი, თუ რა დანაშაულს ჩადის, არამედ ყველაფერზე. ჩვენი კონსტიტუცია და უსაფრთხოება მათ აბარია. ისინი დავიქირავეთ ჩვენ, რომ ეს უსაფრთხოება უზრუნველეყოთ“
კომენტარები