“ქართული ოცნება“ პოლიტიკურ პარტიებს შორის კვლავაც ყველაზე მდიდარ პარტიად რჩება. საერთო შემოსავლებიდან, რომელიც 19 პარტიამ მიღო 2019 წელს, თითიქმის ნახევარი მმართველ პარტიაზე მოდის.
ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გავრცელებულ ანგარიშშია ნათქვამი.
შემომწირველების თვალსაზრისით, 2019 წელს 19 პარტიიდან 13-მა მთლიანობაში 8 362 581 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო 450 ფიზიკური და 26 იურიდიული პირისგან. შემოწირულებების 84% – 7 036 166 ლარი მმართველ პარტიაზე მოდიოდა. „ქართულმა ოცნებამ” 14-ჯერ მეტი თანხა მიიღო, ვიდრე კერძო დაფინანსებით მეორე ადგილზე მყოფმა „ლელომ” და 5-ჯერ მეტი, ვიდრე დანარჩენმა 18-მა პარტიამ;
2019 წელს 19-მა პარტიამ 20 739 364 ლარის შემოსავალი მიიღო. აქედან თითქმის ნახევარი – 9 502 653 ლარი – მმართველ პარტია „ქართული ოცნებაზე” მოდიოდა. ყველაზე მაღალშემოსავლიან პარტიათა სამეულში ასევე შედიან:
1 676 618 ლარით – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”
1 643 099 ლარით – „ევროპული საქართველო”
“საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშის სანახავად გადადით ბმულზე
კომენტარები