არსებული ინფორმაციით, ბათუმის სასტუმრო „რედისონის“ უცხოელ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. კერძოდ, ლუგარის ლაბორატორიაში განმეორებით ჩატარებული ტესტირების შედეგად, COVID-19 მას სიმპტომების გარეშე გამოუვლინდა, რის შედეგადაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ბათუმში უცხოელ ვიზიტორს დაუდასტურდა კორონავირუსი, თუმცა კონკრეტულად სად, ამ თემაზე უწყება ვერ ისაუბრებს.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 12 ადამიანს დაუდგინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
იმედინიუსი
კომენტარები