სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“სარალიძე და დადუნაშვილი მოკლეს.
ლუკა სირაძე თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.
შაქარაშვილი განზრახ მოკლეს, ჯგუფურად.
ახლა ეს ლამაზი, განათლებული პროგრამისტია მსხვერპლი.
ამ ქეისებს შორის სამართლებრივად საერთო თითქმის არაფერია, მაგრამ უნდა ვაღიარით რომ ამ ქეისებში იკვეთება ფართო სისტემური ხარვეზები.
და მაშინ რას ვერ ვსწავლობთ? რატომ ვერ ვასწორებთ სისტემურ ხარვეზებს?-
რატომ და როგორც მედია, ისე პოლიტიკური სპექტრი გვისვამს არასწორ აქცენტებს და ჩვენც ამ აქცენტების ტყვეობაში ვეფლობით.
ნაბიჯები უნდა გადაიდგას არა საკითხის პერსონალიზაციისკენ (ივანიშვილმა, ივანიშვილის, ივანიშვილით, ივანიშვილად), არამედ სისტემის გაუმჯობესებისკენ, რომლის გეგმასაც არსებული პოლიტიკური სპექტრი ვერ გვთავაზობს.
თითოეულ ამ ტრაგედიაზე პოლიტიკურად მახინჯი პიროვნებები იწყებდნენ დივიდენდების მოპოვებას და ახლაც იმავეს აგრძელებენ და კიდევ გააგრძელებენ, მანამ სანამ ჩვენ, ხალხი მათ ვაცოცხლებთ და ამ მარაზმს მუდმივად ვატარებთ.
ღირსი ხარ ქართველო, მეტის ღირსი ხარ.”
კომენტარები