ადვოკატი დავით გირგვლიანი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ტრიალ მინდორში დაყენებული მანქანა ვერ იპოვეს მაშინ, როდესაც დაახლოებითი ლოკაცია იცოდნენ!
მუშაობდა დრონები და ინფორმირებული იყო მთელი პოლიცია!
ეხლა მივყვეთ ქრონოლოგიურად:
გოგონა გამოდის სახლიდან და მიდის ისეთ რაიონში ნაცნობიც რომ არ ჰყავს და პოულობენ მანქანაში გარდაცვლილს 5 დღის მერე!
არავინ გაბედოს თვითმკვლელობაზე საუბარი, თორემ პირადად გაგლანძღავთ სასტიკად!
ვისაც თავის მოკვლა უნდა ის არ მიდის თეთრწყაროში!
სავარაუდოდ გოგონა გრძნობდა რაღაც საფრთხეს, რასაც უნდოდა გარიდებოდა, თუმცა საიბედუროდ ვერ შეძლო!
პირველ რიგში რა უნდა გაკეთდეს გამოსაძიებლად?
დაინიშნოს ექსპერტიზა მის მობილურ და სხვა კომპიუტერულ მოწყობილობებზე!
სატელეფონი დეტალური ამონაწერი ამოიღონ და დაკითხონ ყველა ვისაც თუნდაც ერთი ზარი აქვს განხორციელებული მასთან!
აღადგინონ გაუჩინარებამდე მინიმუმ 10 დღის სავარაუდო გადაადგილების მარშრუტი!
წესიერად გაერკვნენ რას და სად მუშაობდა და რა შეიძლება სცოდნოდა მას!
დაადგინონ ყველა არა მეგობართა არამედ ნაცნობთა წრეც და მათი კავშირებიც!
შემდეგ შეადარონ გოგონას მარშრუტს!
ზუსტი სიკვდილის დრო და მიზეზი უნდა დადგინდეს!
უნდა დაადგინონ მთელი ეს დრო იქ იდგა მანქანა და ამ ბრმებმა ვერ შეამჩნიეს, თუ სავარაუდო დამნაშავეებმა შემდეგ დატოვეს ტრიალ მინდორში მანქანა ახალგაზრდა გოგონას გვთან ერთად!
გოგოს გაუჩინარებამდე 5 დღით ადრე პერიოდიდან მოყოლებული დაადგინონ ყველა მანქანა რომელიც თეთრწყაროში შევიდა და გამოვიდა მისი გაუჩინარების პერიოდში და მოახდინონ ამ ადამიანების ანალიზი!
განსაკუთრებით დიდი მოტივაციითა და დატვირთვით ჩართონ კონფიდენციალური ინფორმაციები და გაასმაგებულ რეჟიმში გააგრძელონ ოპერატიული მუშაობა!
არ დაიდება შედეგი? მორიგეც კი არ უნდა დარჩეს პოლიციაში და ყველა უნდა გაანთავისუფლონ სამსახურებიდან თუ ეს საქმე არ გაიხსნება!
კომენტარები