უნდა გადადგეს თუ არა შს მინისტრი ვახტან გომელაური – ამ კითხვას პრემიერმა მედიასთან უპასუხა.
გახარიამ გუშინ, გომელაურს დავალება მისცა და თქვა, რომ მას კიდევ ერთხელ აძლევს შესაბამის დავალებას.
პრემირის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება.
„არანაირი კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ერთი საქმეც და მეორეც სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ბოლომდე იქნება მიყვანილი. ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო, როგორ წარმოგიდგენიათ, ეს სერიოზულია? – არასერიოზულია!“
კომენტარები