კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევიდან სამის წყარო უცნობია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
მისივე თქმით, ახალი შემთხვევებიდან 8 ლილოს ბაზრობაზეა გამოვლენილი, 5 – განჩიანიდანაა, 2 შემთხვევა იმპორტირებულია და მათგან ერთი სატვირთოს მძღოლია, ხოლო ინფიცირებულთაგან ერთი სამედიცინო პერსონალია.
ამჟამად კოვიდცნტრებში კი 214 პციენტი მკურნალობს.
საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კომენტარები