გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალალში, კორონავირუსის ტესტირებაზე, მოსახლეობის დამყოლობა დაბალია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ძირითადი მიზეზი მათი წინააღმდეგობის ისაა, რომ არ სჯერათ, რომ ასეთი ტიპის ვირუსული ინფექცია არსებობს. უმრავლესობა ამას ადარებს ჩვეულებრივ სურდოს, გრიპს. მათ არ სჯერათ, რომ კორონავრუსული ინფექცია არსებობს. გარკვეული შიშის მიზეზი ისაა, რომ დაკარგავენ სამსახურს ან იმ ყოველდღიურ სამუშაოს შემოსავალს. ჩვენი სამედიცინო პერსონალი ცდილობს მათ დარწმუნებას.
სამი დღეა მოვახდინეთ მობილიზება სოფელ ყარაჯალალში, რომელიც გაჩიანის დასახლებაში ყველაზე დიდი სოფელია. გვინდოდა, რომ არ ჩაკეტილიყო სოფელი და გაფართოებული ტესტირება გვეწარმოებინა. სამწუხაროდ, არ მოგვეცა ამის საშუალება და დღეს მიღებული იქნა რადიკალური ზომა. დღეს დილიდან ჩაიკეტა ყარაჯალა და იქ მოსახლეობა კარანტინშია. შეაბამისად იქ მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირება“
მისი თქმით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის კიდევ სამ სოფელში, სადაც დამყოლობა უკეთესია, მიმდინარეობს ტესტირება.
ამ დროისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 46 ადამიანს აქვს ახალი კორონავირუსის დიაგნოზი დადასტურებული.
კომენტარები