ერდოღანი აია-სოფიაში მიმდინარე პირველ ისლამურ ლოცვას ესწრება მას შემდეგ რაც ყოფილი ქრისტიანული ტაძარი ოფიციალურად გადაკეთდა მეჩეთად. კოვიდ 19-ის გამო დაცულია უსაფრთხოების მკაცრი ზომები. ლოცვას ესწრება რამდენიმე ასეული მუსლიმი.
თურქული მედიის ცნობით, აია-სოფია მლოცველთათვის მთელი დღის განმავლობაში დარჩება ღია. ყოველ მსურველს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე და დაიცვას სოციალური დისტანცია. პირბადით მოვიდა აგრეთვე ერდოღანიც. თითოეულ მისულ მლოცველს შეუმოწმებენ აგრეთვე ტემპერატურასაც. ერდოღანის გარდა ლოცვას სხვა თანამდებობის პირებიც ესწრებიან-მოწვეულთა შორის იყო რესპუბლიკური პარტიის ლიდერიც, რომელმაც მიწვევაზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც აია-სოფიას ყოფილი ქრისტიანული ტაძარი თურქეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაიქცა მეჩეთად, მარიამ ღვთისმშობლის ფრესკას დაბურავენ სპეციალური განათებებითა და ფარდებით, ხოლო მარმალილოს იატაკზე კი უკვე ხალიჩაა გადაფარებული.
კომენტარები