სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიამ სირბილაძე სოციალურ ქსელში, წერს:
“ამასწინათ ერთ-ერთ ჯგუფში დავწერე კომენტარი სოლარიუმთან დაკავშირებით
ათი დღის წინ, ულამაზესი 17 წლის პაციენტი მოვიდა კლინიკაში. მელანომას დიაგნოზით, უმძიმესი ფორმით და დამპალ-გადაგვარებული ხალებით .
დღეს გავიგე, რომ ვერ შველიან და 17 წლის გოგო უმძიმესი განაჩენით ელოდება სიკვდილს . კი , სიკვდილს .
ზამთარ-ზაფხულ სოლარიუმში ირუჯებოდა .
არ ქნათ, არ ქნათ ხალხო ! ნუ გაიმეტებთ საკუთარ თავს სიკვდილისთვის . ძალიან გთხოვთ არ წახვიდეთ სოლარიუმში და ძალით ნუ დაიმართებთ კიბოს .
მელანომა ერთ-ერთი ყველაზე უმართავი დიაგნოზია. მართლა .
მინდა არავის, არასდროს არ გქონდეთ შეხება კიბოსთან . ჩემს დაუძინებელ მტრებს არ ვუსურვებ მაგას. ვისაც ყველაზე მეტად ვძულვარ , მათაც ვერასდროს ვერ ვუსურვებ გაეგოთ რას ნიშნავს კიბოსთან ბრძოლა .
მე გამოვცადე , ვიცი , სიკვდილს შევეხე და ძალით ამას ნუ იზამთ .
#უთხარიარასიმსივნეს”
კომენტარები