ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“შვილ მკვდარ მამებს რომ დღეს შსს-ში არ უშვებენ, გაიხსენეთ 10 დღის წინ, აფრასიძეების სასტიკი მკვლელების ბანდის ოჯახის წევრები, დიდი პატივით და საგანგებოდ ტვ “იმედის” მიერ დეტალური გაშუქებით, გენერალურმა პროკურორმა შოთაძემ რომ მიიღო, მორიგ ჯერზე ქოცური პიარის მიზნით.
კრიმინალების რეჟიმისგან, ამ კუთხითაც კრიმინალებს დიდი პატივი და ყურადღება აქვთ. დაჩაგრულები და მსხვერპლი კი არ აინტერესებთ და არ ხვდებიან.
ივანიშვილის მონებო და მისი ბრძანებების შემსრულებლებო, გამოძვერით სოროებიდან და კრიმინალების მსხვერპლის მშობლებს პასუხი გაეცით!”
კომენტარები