სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი მილაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“თქვენი ახურებული გოგონები აკონტროლეთ სად დადიან, თორემ როცა იკარგებიან მერე პოლიციას ნუ ავალდებულებთ ყველა ბორდელი თუ კერძო სასტუმრო გადაჩხრიკონ.”
ირაკლი კომენტარებში აკონკრეტებს, რომ 15 წლის გოგოზე წერს, რომელიც 19 ივლისს დაიკარგა 24 ივლისს იპოვნეს.
ირაკლის საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავს და კომენტარებშიც ბევრი აქებს.
“ყველამ თავისი თავი და გაბომჟებული შვილები აკონტროლოს ყველას რო დაკარგვა უსწორდება”
“აი თქვენი ევროპა. გაპარსონ ეგ გველის წიწილი. საცოდავი დედა. რა დღე გადაიტანა”
“ირაკლი უძლიერესი მომავალი ხარ წარმატებებიიი, გთხოვ არავის გვერდით არ დადგე შენი მეობა და ღირსება დაიცავი ყოველთვის, შენ უნდა გცეს ხალხმა პატივი და არა ვიღაცის გულისთვის!!!”
“უძლიერესი ირაკლის” მსგავსად, ბევრი ფიქრობს და წერს მსგავსად, შესაბამისად, საჭიროდ ჩავთვალეთ, გცოდნოდათ, რას წერენ ახალგაზრდების, და არა მხოლოდ, ნაწილი და როგორ წარმოუდგენიათ, პოლიციის როლი.
კომენტარები