ბლოგერი, გურამ შეროზია, სოციალურ ქსელში, წერს:
“მხოლოდ მე მეგოიმება ეს “ბატონ-ყმობა” ამ 21-ე საუკუნეში?
22-25 წლის “მენეჯერკა” ტიპებს რომ მიმართავენ ძაან მომიწებით:
– ბატონო ლაშიკო
– ქალბატონო ნინუცა
და ესენიც რომ ძაან ამბიციური სახით იფერებენ.
ხანდახან სტუდენტებსაც ვთხოვ სახელით მიმართვას და ჯერ კიდევ 5 წლის წინაც ვგმობდი, ბატონი გურამი არ ვარმეთქი, როცა დაქვემდებარებაში მყოფი თანამშომლები ასე მომმართავდნენ.
სამსახურეობრივი პოზიცია რატომ უნდა განსაზღვრავდეს, ვინმეს მიმართ ასეთ მოწიწებას?
თქვენობითი ფორმა ოკ და ეს მუხლებში ჩავარდნები, ცოტა ძააან წაუფსკერებს…
ხომ არ გადაგვეგდო ეს უაზრო წესი?”
კომენტარები