ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვთქვაა? კაი ხო ვიტყვი
რომ გადაფიჩინდით აქ თითქმის ყველანი, ვინც კი მაჟორიტარია სულ ლიწინ – ლიწინით გავა ყველაო, რა თქმა უნდა გავა (ლიწინ ლიწინით ვერა), მაგრამ განა ისინი გავლენ?
გავა ის, რომ მათ უკან დგას ბიძინა ივანიშვილი
დიდი, დიდი, უ-დიდესი წერტილი და ეს კარგად დაიმახსოვრეთ, თორემ მერე შედიხართ პარლამენტში და თავი მართლა არჩეულები გგგონიათ
არ არის მასე? მაშინ დამოუკიდებლად დადექით ყველანი ან/და ფულიც ყველამ გაინაწილეთ პროპორციულად, თქვით რომ ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაშია და მიდი, მოვდივარ
დაიმახსოვრეთ კარგად და სულ, სულ გახსოვდეთ!!!
ბევრს ძალიან ცუდად მოხვდება ეს პოსტი და პირში გამიცინებენ და ზურგს უკან გადაირევიან, მაგრამ მე რომ მაგის მეშინოდეს, ახლა მექნებოდა მშვიდი ცხოვრება და ვიქნებოდი ბედნიერი სადმე კურორტზე ცივი ვისკის ქვეშ!!!
ამიტომ, ძალიანაც ნუ გადაფიჩინდებით, თორემ შეიძლება მიიღოთ ის, რომ თქვენზე სამჯერ მეტი პროცენტი ჰქონდეს პარტიას თქვენს ოლქში აღებული და გაკვირვება და უი ეს რა დამმართვნია არ გიშველით!!!
პს: გამარჯობის თქმა, ტელეფონის აღება, ხალხში ყოფნა, მიკროფონთან საუბარი და რაც მთავარია, ვისი სახელითაც შედიხართ, 4 წლის განმავლობაში იმ ადამიანის კბილებით დაცვა ისწავლეთ, დამიჯერეთ!!!”
კომენტარები