გუშინ არაგვისპირში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი 16 წლის ბავშვს დაეჯახა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის ბაბუა აღნიშნავს, მანქანა გზაზე უეცრად გამოჩნდა. ბაბუას თქმით, გარდაცვლილი გოგონა აგვისტოს ბოლოს 17 წლის ხდებოდა.
„ჩემი შვილიშვილი იყო. ხუთი წელი მგალობელი იყო ეკლესიაში. დედამ წაიყვანა წირვაზე და რომ დამთავრდა გადმოდიოდა იქედან. ტრასაზე უნდა გადასულიყო თითქოს არაფერი მოდიოდა, უცებ მანქანა გაჩნდა და ადგილზე მოკლა. ამ თვის ბოლოს 17 წლის ხდებოდა“
კომენტარები