რეჟისორი, ბექა რამიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ფოკუს-მოკუსა ქვეყანა ვართ რა…30 წელია უკვე ერთ დიდ ცილინდრს ვუყურებთ, რომლიდანაც ილუზიონისტს ხან კურდღელი ამოჰყავს, ხან ფერად ფერადი ჩითის ნაჭრები, ხან საპნის ბუშტებს აფრქვევს….
ჩვენც ვზივართ, გვიხარია, ვიცინით, ხანაც ვტირით თუ ეს საპნის ბუშტი შემთხვევით თვალებთან გასკდა….
ხოდა ასეა რა….
ილუზიონისტებიც იცვლებიან ხშირად…. მარტო ცილინდრი რჩება ერთადერთი და განუმეორებელი და თან თითოეული ჩვენთაგანი ფარულად ოცნებობს იმას რომ ოდესმე თვითონ დადგება ამ ცილინდრთან და თვითონ ამოიღებს ნაირნაირ, ფერად ჩითებს, ამოიყვანს კურდღელს და გაუშვებს საპნის ბუშტებს….
პ.ს… ზოგი რა ბედნიერია ილუზიონისტი თავის ჯოხს რო დააჭერინებს ხოლმე….”
კომენტარები