ჟურნალისტი გიორგი გაბუნია საავტორო გადაცემაშო მაყურებელს ასე მიესალმა.
“საღამო სიკვდილისა
სატელევიზიო გადაცემები არა მარტო ჩვენს არხზე, არამედ მთელს მედიასივრცეში კრიმინალურ ქრონიკას დაემსგავსა. ასე მოკლული, ისე დამხრჩვალი, ასეთი მსხვერპლი, გვამი, კუბო, სისხლი ცხედარი და ასე და ასე შემდეგ…
უბედური შემთხვევები ყველგან ხდება, არა მარტო საქართველოში, ბევრად უარესიც ხდება, მაგრამ ასეთი ინტენსივობით კრიმინალის გაშუქება იმიტომ გვიწევს, რომ ხელისუფლების მიმართ მოსახლეობაში უნდობლობაა, ჩვენ აღარ გვჯერა, რომ ხელისუფლება სიმართლეს გამოიძიებს, უფრო მეტიც, როცა სჭრდება, ის შეგნებულად აყალბებს სიმართლეს და ჩვენ ეს ძალიან ბევრჯერ ვნახეთ სხვადასხვა საქმეზე, დაწყებული თუნდაც ბოლო საქმით…”
კომენტარები