დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან იზორია პოსტვ-ის ეთერში ისაუბრა მისი ძმის ინციდენტზე, რომლის დროს, ანუ 2014 წელს, ლევან იზორია შს მინისტრის მოადგილე იყო:
“ამ ინციდენტის შესახებ მისი ამოწურვის შემდეგ გავიგე. არ გამჩენია უკმაყოფილების განცდა რომელიმე პოლიციელის მიმართ. არ მქონია შემხებლობა. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ ეს ადამიანი [პოლიციელი] სისტემაში დაწინაურადა, მას ჰქონდა ყველანაირი პირობა თავისი საქმიანობის განხორციელებისთვის. ზეწოლა, ჩარევა, დასჯა ან მუქარა გამორიცხული და ყოვლად მიუღებელია.
მეტიც, შეიძლება ეჭვი გამჩენოდა ამ კონკრეტულ ინციდენტში პოლიციელის მოქმედების მართლზომიერებაში, ანუ რამდენად მართლზომიერად მოხდა დაკავება, რა იყო დაკავების საფუძველი, თუმცა მე არ ვიქნები დღეს იმ როლში, რომ ერთი მხარე გავამართლო… ამას დაინტერესების შემთხვევაში ყველა გაიგებს, რომ ეს იყო სრულიად უსაფუძვლო… ხელბორკილებს ადებენ ადამიანს, როცა აკავებენ, როცა დანაშაულის ნიშნებს ხედავ… როცა ადამიანი არც ფიზიკურად გეხება, არც შეურაცხყოფას გაყენებს, პირიქით, მოგიწოდებს კორექტულობისკენ, ეს კამათი გადადის აგრესიაში.. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ნიშნები არ არის, აძლევ ასეთ კვალიფიკაციას, რომ უნდა დააკავო.
ჩემი ძმის აგრესია არ გასცილებია სამართლებრივ სივრცეს, ხოლო ხელბორკილის დადებამ გაღიზიანების ხარისხი გაზარდა.”
რაც შეეხება იმას, თუ როგორც აღმოჩდა ინციდენტის ადგილას იზორიას მაშინდელი მძღოლი. ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, მისი ყოფილი მძღოლი ვახტან იზორიასთან ბავშვობიდან მეგობრობდა “როცა ახლობლების საქმის კურსში ჩაყენებაზეა საუბარი, პირველ რიგში, მან გაიგო და ის დაინტერესდა”.
იზორიას თქმით, მისი ოჯახის წევრებს არანაირი სამართლებრივი იმუნიტეტი არ ჰქონიათ. მან გააკრიტიკა პოლიციელი გიორგი დვალიშვილი. ის ე.წ. გმირ პოლიციელად მოიხსენია და იკითხა, რატომ ინახავდა ეს უკანასკნელი იმ კადრებს 5 წლის განმავლობაში, რომელზეც მისი აზრით უკანონობა იყო აღბეჭდილი. იზორია ასევე მიესალმა პროკურატურაში გამოძიების დაწყებას.
რაც შეეხება ნარუშილოვკას, “ოპერატიულ საშვს”, იზორიას თქმით, ქრონოლოგიურად ჯერ ნარუშილოვკის ინციდენტი იყო, შემდეგ კი პოლიციელ გიორგი დვალიშვილთან დაკავშირებული საქმე.
“ამის კადრები გავრცელდა, თუმცა იქ ამის ამოკითხვა, ეს ნარუშილოვკაა თუ რა არის, არავის შეუძლია. მე პირდად მწვავე რეაგირება მქონდა, რადგან ეს მე სწორედ ამ კადრების შემდეგ გავიგე, პროკურატურამ ჩაატარა გამოძიება, გამოავლინა პირი, ვინც ჩემს ძმას “ნარუშილოვკა” გადასცა და ის ორგანოებიდან გაათავისუფლა”.
შეგახსენებთ, 2015 წელს, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ მისი ძმის საქმეზე გამოძიება დაწყებულია.
პოლიციის ოფიცერი დვალიშვილი კი ინტერვიუში ამბობდა, რომ მან ვიდეო კი არ შეინახა, ვიდეოს ასლი შეინახა.
რაც შეეხება ლევან იზორიას, დაზვერვის უფროსი რომ ხარ და არ იცი არც შენი ძმის ვიდეოზე არაფერი, არც შენი მძღოლი სად დადის, არც “ნარუშილოვკაზე”, რომელიც შენი ძმის სახელზე გაიცა – ცოტა უხერხული ხომ არ არის?
და ხო, დედამ რომ თქვა, ფსიქიკური პრობლემები აქვს და მკურნალობსო? ეგაც მერე გაიგო? და რატომ ჰქონდა საერთოდ მართვის მოწმობა, “ნარუშილოვკა” კი არა? ა, ეგ ამბავი ჯერ არ იცის, ეტყობა, ეგ ხომ უკვე წამოვიდა დაზვერვიდან…
გაუსკდება კიდევაც გული, რომ გაიგებს! რამდენს უნდა გაუძლოს!
“ალია”
კომენტარები