მთავარი პროკურატურის ცნობით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს პროკურატურამ მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე 2020 წლის 25 იანვარს შეწყდა გამოძიება.
უწყების განმარტებით, პანკისის სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელს, ეჩვენებინა ხელები. უწყების ცნობით, ჩხრეკისას ამოღებულია ხელყუმბარა და ამას ეთანხმება გარდაცვლილი მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც.
კითხვა – როგორ არ აჩვენა თემირლანმა ხელები, ზურგით მიბრუნდა საწოლში, საბანში ჩაყო ორივე ხელი და დამალა – ისევ პასუხგაუცემელია!
ისევე როგორც, პროკურატურა ახლაც არ ამბობს/ვერ ამბობს, რომ თემირლანს ხელყუმბარა ხელში ეჭირა.
ისევე როგორც ვერ/არ უარყო ის ფაქტი, რომ თემირლანს ხელში ტელეფონი ეჭირა!
შევიდა სპეცრაზმელი, იყვირეს ხელები გვაჩვენეო – არ აჩვენა და წამოხტა? – წამოხტა და სროლის ტრაექტორია დაწოლილი ადამიანის ტრაექტორიას ემთხვევა?
შევიდა სპეცრაზმელი – იყვირეს ხელები გვაჩვენეო – არ აჩვენა და წამოჯდა? – და სროლის ტრაექტორია? რატომ ემთხვევა დაწოლილი ადამიანის ტრაექტორიას?
და ბოლოს, ხელები თუ არ გაჩვენათ და ზურგსუკან ან საბანში დამალა ორივე ხელი, როგორ დაინახეთ რომ, როგორც ამბობთ, ხელყუმბარა ეჭირა ხელში?
ალია
კომენტარები