ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“წინასწარ ვიხდი ბოდიშს ემოციური ფონისთვის, მაგრამ უკვე ყელში ამოვიდა!!!რატომ ვწერ ამ პოსტს? დიდი ხანი ვიკავებდი თავს და ვცდილობდი დამერწმუნებინა საკუთარი თავი რომ რასაც დავწერ აქ, ოკუპაციასთან ბრძოლასთან არანაირ კავშირში არ არის და შესაძლოა მეჩვენებოდა. მაგრამ, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ვცდებოდი.
ოკუპაციის ხაზთან რომ ვერ გვაჩერებენ ეს კოლაბორაციონისტები, ინაცვლებენ ჩემს პირად და საქმიან ცხოვრებაში.
რა მოხდა? ბევრი რამ. ალბათ იცით, რომ 2006 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაში და კომპანია რაფტინგ.ჯი/Rafting.ge სათავგადასავლო ტურიზმში საუკეთესო კომპანიების 3 შია.
სინამდვილეში, ეს კომპანია გახლავთ ჩემი ოჯახის შემოსავლების ძირითადი წყარო და არა ეფემერული ალფა ბანკები და რაღაც გრანტები, რომლებიც ანტისაოკუპაციო მოძრაობასთან არანაირ კავშირში არ არიან.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კომპანია ერთ ერთი ყველაზე გამოცდილი კომპანიაა საჯომარდო ბაზარზე და მუდმივ განვითარებაზე იყო და არის ორიენტირებული, ბოლო 2 წლის განმავლობაში რაფტინგი.ჯი ს მომსახურებაზე მოთხოვნა კატასტროფულად შემცირდა. ამ კლებას თავიდან ვაბრალებდი ჩემს გადართვას ანტისაოკუპაციო საქმიანობაზე, თუმცა საბოლოოდ ეს ასე არ გამოდგა.
ცოტა ხნის წინ შემომითვალეს ერთ ერთი სტრუქტურიდან – თუ გინდა ბიზნესში საქმეები კარგად გქონდესო, დაანებე თავი ანტისაოკუპაციო საქმიანობას და ყველაფერი კარგად გექნებაო. ხომ ხვდებიო, რატომ აღარ მოდიან შენთან მსხვილი კომპანიებიო? ჩვენ “რჩევებს” ითვალისწინებენო.
ხვდებით ალბათ, რაც ვუპასუხე. ბუნებრივია, ზრდილობიანად უარი ვუთხარი.
პანდემიის შემდეგ ჯომარდობა გადაისროლეს სათავგადასავლო ტურიზმიდან სპორტულ აქტივობებში და გახსნის თარიღი გაურკვეველი ვადით გადაწიეს.მხოლოდ დიდი ბრძოლის შემდეგ რამდენიმე კვირის დაგვიანებით მოგვცეს უფლება გავხსნილიყავით.
გახსნის დღიდან, ლამისაა კვირაში 3 ჯერ მოდის საგადასახადო და გვამოწმებს. რამდენიმე დღის წინ ახალი პროდუქტის გატესტვის დროს ბათუმში, ზღვაში შესული საჯომარდო ნავები დაგვიჯარიმეს, 1 აგვისტოს დადასტურებული შეკვეთა ძალიან “უცნაურად” გაუქმდა, საჯომარდო ბანაკში დენის ჩართვასთან დაკავშირებით შეტანილ განაცხადზე, რომელზეც წლების განმავლობაში არასოდეს პრობლემა არ შეგვქმნია, უარი მოგვივიდა. კიდევ რას მოიფიქრებთ, კოლაბორაციონისტებო?
მაინც ვერ გამაჩერებთ, და იცით რატომ? მე ვიცი, რისთვის და რატომ ვიბრძვი, თქვენ კი ნაძირალა მოღალატეები ხართ და ბიძინას ზებრამ რომ გიბრძანოთ, საკუთარ დედებზე იტყვით უარს!
სიცოცხლეზე გაფრთხილებაც მოვიდა, დიდი მადლობა გაფრთხილებისთვის!ფრთხილად ვართ, არც ოკუპაციის ხაზს ვკვეთავთ და მანქანებსაც ფრთხილად ვმართავთ, არც ნარკოტიკებს ვხმარობთ და არც არარეგისტრირებული იარაღი გვაქვს!!!
ძალიან ცოტა დაგრჩათ, ძალიან!!!
უბრალოდ შეგახსენებთ, რომ მეფობენ დრონი და არა ქოცები!!!! ბრძოლა გრძელდება და არც ერთი ნაბიჯი უკან!!!
იმედი თუ გაქვთ რომ მეზიზღებით, აქაც ცდებით. საცოდავები ხართ და მართლა მებრალებით, ყველაფრის მკადრებლებო!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ძალა კი ერთობაშია!”
კომენტარები