„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას განცხადება:
“სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც სასამართლო ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, ამაზე ჩვენი პარტნიორები ხმამაღლა საუბრობენ.
კონკრეტულად გიორგი რურუას საქმეზე საუბრობს ამერიკა და ევროპარლამენტარები, რომ საქართველოში სასამართლო გამოიყენება პოლიტიკური ნიშნით.
გიორგი რურუას ჩაუდეს იარაღი, წერტილი! ეს არის მოცემულობა, ეს არის რეალობა, ის დღეს ამ სისტემის მხრიდან იდევნება”
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ–ერთ მეწილეს, გიორგი რურუას სასამართლომ დღეს 4 წლით ტავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კომენტარები