„ნანუკას შოუს“ ერთ-ერთი გმირი 11 წლის სესილი, რომლის თხოვნითაც მშობლებმა სამი მზრუნველობამოკლებული ბავშვი იშვილეს. რეპორტაჟის გმირი აღნიშნავს, რომ ორი წელია, რაც გოგონები მისი დები გახდნენ და მათ ძალიან ბევრ რაიმეს ასწავლის.
„დავინახე სამი გოგონა და ძალიან მომეწონა. გადავწყვიტე, რომ ისინი ჩემი დები გახდებოდნენ. ორი წელია, ჩვენთან არიან, მათ ვუვლი, ვეფერები, ვასწავლი ან ერთად ვთამაშობთ…
დღიური მაქვს, სადაც ვწერ დღის მნიშვნელოვა ამბებს, უმეტესად გოგოებზე ვწერ, რომ გაიზრდებიან, შვილები ეყოლებათ, წაიკითხავენ თავიანთ ბავშვობაზე და მსგავსებას ნახავენ შვილებთან”
კომენტარები