გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 ივლისიდან 3 აგვისტომდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
31 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში იწვიმებს. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება.
თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +32 გრადუსი დაფიქსირდება.
1-ლი აგვისტოდან ამინდი შედარებით გაუარესდება. 3 აგვისტომდე მოსალოდნელია წვიმა საქართველოს დასავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში.
კომენტარები