მუთოშვილების ოჯახმა დაპირისპირებულ ქავთარაშვილების გვართან შერიგებაზე ისევ უარი თქვა.
პანკისის ხელობაში, სოფელ ჯოყოლოში მოლაპარაკებები მოკლული ვისო მუთოშვილის მშობლებთან დილიდან მიმდინარეობდა. იყო დაჩოქების ტრადიცია და პატიების თხოვნა, თუმცა ოჯახი სისხლის აღების წესს ძალაში ტოვებს და იმასაც ამბობს, რომ დამნაშავეები კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ. ხეობაში შერიგების მცდელობა რამდენჯერმე იყო, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.
კომენტარები